რუსეთში "ეფესბე" იუწყება, რომ აღკვეთილია დრონებით თავდასხმა სამხედრო აეროდრომზე

A-50 ტიპის თვითმფრინავი

რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ აღკვეთილია ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული დრონების თავდასხმა სამხედრო აეროდრომ "სევერნიზე", ივანოვსკის ოლქში.

"ეფესბე" ირწმუნება, რომ დივერსიას ამზადებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და თავდასხმის სამიზნე იყო შორეული რადიოლოკაციის აღჭურვილობისა და მართვის მქონე A-50 ტიპის თვითმფრინავები. რუსეთის გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობების მიწოდება უკრაინის ტერიტორიიდან მსუბუქი ძრავის თვითმფრინავით იგეგმებოდა. პილოტი და დივერსიული ჯგუფის წევრები დაკავებული არიან, აცხადებს "ეფესბე".

კიევს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საპასუხო განცხადება ამ თემაზე.