6-დან 7 მაისის ღამეს უკრაინის ბევრ რეგიონში ისმოდა უმაღლესი ინტენსივობის განგაშის სირენა, რუსეთის მხრიდან განურჩეველი დაბომბვისა და აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლის ფონზე, რომლის დაკავებაც მოსკოვს 9 მაისის ზეიმამდე სურს.
პარალელურად, გაეროს ბირთვული სააგენტო "ძლიერ შეშფოთებას" გამოთქვამს, რადგან უკრაინის სამხედროებმა გააძლიერეს ცეცხლი რუსეთის ძალების უკუგდებისთვის აღმოსავლეთში, ზაპოროჟიეში, ევროპის უდიდეს ბირთვულ სადგურთან, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავა.
7 მაისს ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ "უკრაინის მასშტაბით საკმაოდ მაღალი რჩება სარაკეტო და საჰაერო თავდასხმათა ალბათობა". ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია "ძირითად ძალისხმევას" ახმარს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართლებებს აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში.
ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები და ხანდაზმულები ჰყავთ, მოსკოვმა უკვე უბრძანა დატოვონ ზაპოროჟიეს რეგიონი. რეგიონის ქალაქ მელიტოპოლის მერი ამბობს, რომ არ იცის, "რამდენად ნება-სურვილით ხდება გადაადგილება" და საუბრობს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისკენ გამშვებ პუნქტზე არსებულ "შეშლილ პანიკაზე და არანაკლებად შეშლილ რიგებზე".
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი გამოდის გაფრთხილებით, რომ "ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურთან ზოგადი ვითარება უფრო და უფრო განუსაზღვრელი და პოტენციურად საშიში ხდება".
ასევე ნახეთ ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი კონტრშეტევას ელოდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ასევე ნახეთ უკრაინა რადიაციული დაბინძურების შეტყობინების ქსელს ქმნის