უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევას ქალაქ ბახმუტზე - იუწყება უკრაინის არმია 6 მაისს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი გამოვიდა მუქარით, რომ ბახმუტიდან თავის მებრძოლებს გაიყვანს. დონეცკის რეგიონში მდებარე ამ ქალაქზე კონტროლის დამყარებას რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობს, ვრცელდება ცნობები მსხვერპლის მაჩვენებლის ზრდის შესახებ.
6 მაისს, თავის ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის არმიის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა 50-მდე შეტევა მოიგერიეს დონეცკის რეგიონში, მათ შორის ბახმუტში, მარინკაში და ავდეევკაში. რუსეთმა ღამით უკრაინაზე დრონებითაც მიიტანა შვიდი იერიში, უკრაინის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანი, იური იგნატი 6 მაისს.