თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

შემთხვევის ადგილი, გოგებაშვილის ქუჩა, თბილისი. 4 მაისი, 2023 წელი

დედაქალაქში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. მოკლულია ერთი კაცი. ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული.