რადიო თავისუფლების პოდკასტი “წიგნები” რუბრიკით “ნორვეგიული წიგნის კლუბი” გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის დიდ შედევრზე, მაჰაბჰარატაზე („თქმულებადიდ ბჰარატებზე“ — ძველი ინდურ ეპიკურ პოემაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთდასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში. პოემა ზეპირად შეიქმნა, ხოლო წერილობითი ფორმით ძვ. წ. 400 და ჩვ. წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაბჰარატა შეიცავს დაახლ. ასი ათას ორლექსეულს, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა. მოცულობით იგი ბევრად აღემატება ერთად აღებულ “ილიადასა” და “ოდისეას”. ითვლება, რომ ამ საგმირო, რელიგიურსა და ფილოსოფიური ეპოსის ავტორი მისივე ერთ-ერთი პერსონაჟი, ლეგენდარული პოეტი ვიასაა, რომელსაც ამ პოემის შექმნა ღვთაება განეშამ შთააგონა. პოემა თვრამეტი წიგნისა და ბოლოსიტყვაობისაგან შედგება. ესაა ტექსტი ყველაფერზე: სიცოცხლეზე, სიკვდილზე, ხელახლა დაბადებაზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე, ბედნიერებასა და ტანჯვაზე…Show less