ზელენსკი: უკრაინა კრემლს თავს არ დასხმია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად. 3 მაისი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ფინეთშია სტუმრად, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თავს არ დასხმია. „ჩვენ პუტინს ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ, - მოჰყავს Reuters-ს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, - ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“.

"ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს ვუთმობთ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ჰელსინკიში პრესკონფერენციაზე.

რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა კრემლზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე დრონით თავდასხმის მცდელობაში და მომხდარი „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა.

„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.