ომბუდსმენის თქმით, გორის სოციალურ საცხოვრისში 80 ოჯახს სველი წერტილებიც კი არ აქვს

გორის სოციალური საცხოვრისი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაათვალიერა გორის სოციალური საცხოვრისი, რომელშიც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობას არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები, არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები.

გორის სოციალური საცხოვრისი

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, "რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას".

გორის სოციალური საცხოვრისი

გორის სოციალური საცხოვრისი

"შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს", - ამბობს სახალხო დამცველი.

გორის სოციალური საცხოვრისი

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, გორის სოციალურ საცხოვრისში განთავსებული მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი შიდა ქართლის გუბერნატორს, მიხეილ შაყულაშვილს შეხვდა.