ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

ავტორი: ქეთი შარაშენიძე

საზოგადოება წინააღმდეგია ქალთა მიმართ ძალადობის, ბრბო კი ამართლებს ძალადობას. თუ გვინდა საზოგადოება გვერქვას , ამისთვის სიმართლის მხარეს დგომაა საჭირო. სიმართლეკი მხოლოდ ერთია.

“ძალადობა” - ქმედება, რომელიც ყველანაირ თავისუფლებას ართმევს ადამიანს. ქმედება, რომელიც გხდის დაუცველს. გაძლევს შიშის დაუსრულებელ განცდას და ბორკილებს გადებსროგორც სულზე , ასევე სხეულზე. მსოფლიოს მასშტაბით ძალადობის მსხვერპლიადამიანებისგან , ყველაზე მეტი ქალია. ჩვენ ვცხოვრობთ ტრადიციებითა და ჩვენივეგამოგონილი, უსაფუძვლო, უსამართლო “კანონებით” სავსე ქვეყანაში, სადაც ქალს“თავისუფლების” - უფლება არ აქვს. სადაც დაღდასმული წესებია. სადაც არის შეზღუდული: ფიქრი, სიტყვა, საქციელი. წლების მანძილზე , განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის პერიოდშიყალიბდებოდა აზრი იმაზე, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ქალს კაცზე მეტის უფლება? რატომუნდა იყოს ქალის საქმე მხოლოდ “შვილების გაზრდა” და რატომ უნდა იყოს ის მუდმივადსახლში? ეს დღემდე ერთგვარი , გამოუსწორებელი კანონია, რომელსაც არა სასამართლო , არამედ თავად ადამიანები ქმნიან. საქართველოში დამოკიდებულება ქალების მიმართსაგანგაშოა. ჩაგვრა და გაუჩერებელი კრიტიკა ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად, ზოგჯერსუიციდითაც კი დამთავრებულა. ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის , რომ ამ ქვეყანაში არუყვართ დამოუკიდებელი, შემდგარი , ქალები. ქალები, რომლებიც ვერ ეგუებიან “ციხეში” გამოკეტვას, ვერ ეგუებიან უთანასწორობას, ვერ ეგუებიან უსამართლობას …

და ამ დიდ პრობლემასთან ერთად უფრო შემაშფოთებელია რომ ჩვენც ვცხოვრობთ ამ მწარერეალობაში. თანაც უკვე ძალიან დიდი ხანი. საზოგადოებას არ უყვარს სიმართლის მოსმენა. ბრბო კი სიმართლეს ვერ ხედავს. სწორედ ეს სიბრმავე, დუმილი და უმოქმედობაა საგანგაშო. ხანდახან მსხვერპლს ვამჩნევთ, მაგრამ ჩუმად ვართ. ვხედავთ ძალადობას, ისევ ჩუმად ვართ. ( რადგან ვფიქრობთ : ეს არ არის ჩვენი საქმე ) . ბოლო თვეები რომ გავიხსენოთ ამის უამრავიმაგალითი იყო.

ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოდ გამოვირჩევით.

  • რატომ არის საქართველოში ქალთა მიმართ ჩაგვრა ასე მკვეთრი?
  • რატომ არის ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლი?
  • რატომ არის 21-ე საუკუნეში ქალებისთვის მიუღებელი სამსახური?
  • რატომ არ აფასებენ ქალებს აქ ? კითხვები, რომლებზეც პასუხი ძალზე მარტივია.

იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გაუმართავია. იმიტომ, რომ არ გვაქვს კედელი, რომელსაცმივეყრდნობით. არ გვყავს ძალა, რომელიც დაგვიცავს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ წარსულიდან გადმოსული “თანამედროვეკომუნისტები” გვმართავენ. სადაც არ არის თანასწორობა; არ არის ურთიერთგაგება; თანადგომა; ერთიანობა. სადაც ქალები არ უყვართ. ჩვენ იმ ქვეყანაში ვაგრძელბთ ცხოვრებას, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ქალთა მიმართ ძალადობას ამართლებს და ამ გამართლებისმიზეზად ასახელებს რომ “ქალი მამაკაცს უნდა ემორჩილებოდეს” რომ ქალის მოვალეობა“მონობაა” .