ავტორი: ქეთი შარაშენიძე

7-მარტი თენდებოდა. გაზაფხულის სურნელით გაბრუებულ თბილისს ჯერ კიდევ ეძინა. თავისუფლებას მოწყურებულ ხალხს, ტელევიზორებთან ჩასძინებიათ. იმ ღამით, როცამთელმა საქართველომ კიდევ ერთხელ იგრძნო მტრის სიახლოვე, რუსთაველის გამზირიმებრძოლ ქართველებს ეძახდა. გამთენიის გარიჟრაჟს მზემ სხივებიც შემოახვია ისე , თითქოსბუნებაც ჩვენს მხარეს იყო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილ საზოგადოებას, მხოლოდ ერთი რამ უნდოდათ- ყოფილიყვნენ თავისუფლები და ეცხოვრათ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში.

არ მავიწყდება ჩემს დასთან ერთად , როგორ ვიდექი გაუნძრევლად წყლის ჭავლთან დაროგორ მტკიოდა გული… როგორ მტკენდა ის მწარე რეალობა, რომელმაც ერთი ქვეყნისშვილები , ერთმანეთის მტრებად გვაქცია. დაუნდობლობა, ზიზღი და აუტანლობა. მხოლოდამას ვხედავდი. იყვნენ ისინი, ვინც ხალხის გვერდით დადგა, მაგრამ იყვნენ ისინიც, ვინცწაქცეულზე წიხლი დაგვარტყა, გაგვწირა და დაგვამცირა.

იმ ღამით, გაზის სუნი სანამ სულს ჩაგვიწვამდა და იქამდე სანამ, ბოლომდე არ მოგვიღებდაბოლოს , ჩვენ იმედი გვქონდა გადარჩენის ! იმედი გვქონდა ერთიანობის! იმედი გვქონდამომავლის ! იმედი გვქონდა იმ ადამიანების, ვარდს რომ ვაწოდებდით და ხელში იჭერდნენ.

ბოლოს კი ეს იმედიც სადღაც დაიკარგა. უსასრულობაში გადაინაცვლა, მოკვდა და გაქრა. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდით- იქ უნდა ვმდგარიყავით.

“გაუმარჯოს საქართველოს” - ბოლო ხმაზე ვყვიროდით. ახალგაზრდების შეძახილებმა, თითქოს ილიასა და აკაკის ძეგლებიც გააცოცხლესო იფიქრებდით. სიამაყით ვუყურებდითერთმანეთს. მუშტადშეკრულ ხელებს ჰაერში ვწევდით. საქართველოსა და ევროკავშირისდროშებს ვაფრიალებდით. წყლის ნაკადს წინ ვუდგებოდით, სველ სახეს გაყინული ხელებითვიწმენდით და ერთმანეთს ვანუგეშებდით.

არ ვიცი, რას მოყვებიან წლების შემდეგ ჩვენზე . თაობაზე, რომელიც თავისუფალ ქვეყანაშიდაიბადა. თაობაზე, რომელიც მეამბოხეა, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩვენ შევძელით!

9-აპრილის შემდეგ, პირველად იგრძნო საქართველომ , რომ მარტო არ არის. სუნთქვაცდაიწყო. ბორკილებდადებულ ქვეყანას არასდროს შევეგუებით. ამისთვის არ უბრძოლიათწარსულში. ამისთვის არ მომკვდარა გიორგი ანწუხელიძე. გულის სიღრმეში მწამს მომავლის. იმ მომავლის, რისთვისაც ბევრი ადამიანი დავკარგეთ. ჩვენი საყრდენი , ჩვენი საქართველოა, რის გამოც ბრძოლა არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ.

დიდებას იძენ მაშინ, როცა იმსახურებ! თავისუფლებას იღებ მაშინ, როცა იბრძვი!

სიცოცხლეს მაშინ აქვს ფასი, როცა ღირსეულად ცხოვრობ!

ღირსება კი მაშინ არის ფასეული, როცა ამას გულით აკეთებ!

სამშობლოს სიყვარულმა მიგვიყვანა 7-მარტს რუსთაველის გამზირზე. სამშობლოსსიყვარულმა გაგვაერთინა, კიდევ ერთხელ მოგვაპოვებინა გამარჯვება.

მაგრამ…

მაგრამ ჯერ ხომ ყველაფერი ახლა დაიწყო.

თაობა შეცვლის აწმყოს და დაელოდება ნათელ მომავალს!

დაიჯერეთ ჩვენი!

“ჩვენ გავშლით ფრთებს და გადავცურავთ ზღვას”