ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ფოტოილუსტრაცია

თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი. ის ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი არის პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, დილარ ხაბულიანის ძმა.

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.