ვაშლიჯვარში ყველა რაღაცას ელოდება - ავტობუსს, საცობების გადავლას, ახალ მშენებლობებს, წყალს, მეწყერს... თბილისის მერის მოსვლას.
უბანი თბილისში, სადაც ურბანიზაცია ბინადრების ცხოვრების წესზე აისახება. ერთ დროს სოფელი, გამწვანებით, ცხოველებით და ფრინველებით, ახლა ბეტონის, მანქანების და მშენებლობების ხმაურში ცხოვრობს.