თვითმმართველი ქალაქის, ქუთაისის საკრებულოში დღეს, 29 აპრილს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ამ მუნიციპალიტეტში მეორე ტურის ჩატარება არ არის მოსალოდნელი, რადგან არჩევნებში მხოლოდ მმმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" კანდიდატია დარეგისტრირებული.
მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ გიორგაძე ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლის დირექტორია.
ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარის ასარჩევად შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც გამარჯვებული - მოქმედი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესიკ ბრეგაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა - მას საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ასევე ნახეთ გურჯაანის ორ სოფელში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენახალი მაჟორიტარის ასარჩევად უბნებზე მისული მოქალაქეები ხმას ელექტრონულად აძლევენ. 10:00 საათის მონაცემებით, ავტოქარხნის ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა 1001-მა ამომრჩეველმა მიიღო, ოლქში გახსნილია 12 საარჩევნო უბანი, აქედან ერთი ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ავტოქარხნის ოლქში სულ 26 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ასევე ნახეთ დღეს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები იმართება
ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.