თალიბანმა მოკლა ქაბულის აეროპორტში 2021 წლის აფეთქების ხელმძღვანელი

აფეთქების შედეგები ქაბულის აეროპორტში, 2021 წლის აგვისტო

თალიბანის მიერ წარმოებულმა სახმელეთო შეტევამ იმსხვერპლა ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, რომელიც ხელმძღვანელობდა 2021 წლის აგვისტოში ქაბულის აეროპორტში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ აფეთქებას, განაცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 25 აპრილს. 2021 წლის თავდასხმას ემსხვერპლა აშშ-ის 13 სამხედრო და 170-მდე ავღანელი იმ პერიოდში, როცა აშშ-ის ძალები ავღანეთიდან გადიოდნენ.

პირველ ეტაპზე არც ვაშინგტონმა და, როგორც ჩანს, არც თალიბანმა იცოდნენ, რომ შეტევის დამგეგმავი პირი მოკლულ იქნა, თუმცა ეს ცნობა აშშ-ის დაზვერვამ ბოლო დღეებში "მაღალი ალბათობით" დაადასტურა. იუწყებიან, რომ პირი დაიღუპა მიმდინარე თვეში, ავღანეთის სამხრეთში მომხდარ შეტაკებებში თალიბანსა და "ისლამური სახელმწიფოს" მოკავშირე დაჯგუფებას შორის.