თურქეთის ტელეარხები იძულებული გახდნენ პირდაპირი ეთერი შეეწყვიტათ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინტერვიუს დროს. მისი დაწყებიდან ათ წუთში ერდოანმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TRT-ს ინფორმაციით, 25 აპრილს საღამოს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტი ერდოანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს აძლევდა ტელეკომპანიების, Ulke TV-ს და Kanal 7-ის ჟურნალისტებს.
შეწყვეტილი პირდაპირი ეთერი დაახლოებით 10 წუთის შემდეგ აღდგა და ერდოანმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მანამდე კი, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე სამუშაო ჰქონდა და ვირუსული გასტროენტერიტით დაავადდა.
ასევე ნახეთ თურქეთში ოპოზიცია ერდოანის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს14 მაისს თურქეთში ჩატარდება პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, "სამართლიანობის და განვითარების პარტიის" ლიდერის, 69 წლის რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარი კონკურენტია ოპოზიციური „რესპუბლიკური ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ კილიჩდაროღლუ.
ერდოანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის აგვისტოდან. მანამდე, 2003 წლიდან ის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.