ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის რეფორმის და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობას.
Georgia’s future is in the EU. To advance on the European path, now more than ever, implementation of key priorities is crucial.In my meeting with PM @GharibashviliGe, I stressed the need to deepen reforms on the judiciary, rule of law and freedom of the press. pic.twitter.com/5T7n9rVW5D
— Charles Michel (@CharlesMichel) April 25, 2023
„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა, ვიდრე ოდესმე გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის რეფორმების და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობა. ევროკავშირი გზის ყველა ეტაპზე თქვენ გვერდით დგას და კვლავინდებურად მტკიცედ ერთგული რჩება იმ ევროპული პერსპექტივისა და ისტორიული შესაძლებლობისადმი, რომლებსაც ის წარმოადგენს საქართველოს ხალხისთვის“, - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.
The EU stands by you every step of the way.And remains firmly committed to this European perspective and the historic opportunity it represents for the people of Georgia. pic.twitter.com/gvcTxJvXC6
— Charles Michel (@CharlesMichel) April 25, 2023
მანამდე, შარლს მიშელთან შეხვედრის შეფასებისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 პირობის შესრულების პროცესი და იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.