"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" - IRI - აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ორს აქვს 3 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედი რეგულაციით, აუცილებელია პარტიამ მიიღოს ხმების 5 პროცენტი მაინც იმისთვის, რომ მოხვდეს პარლამენტში.
გამოკითხული მოსახლეობის მხარდაჭერა პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 19%;
- "ნაციონალური მოძრაობა" - 14%;
- "საქართველოსთვის" - 3%;
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3%;
- "ლეიბორისტული პარტია" - 2%;
- "ლელო" - 2%;
- "გირჩი" - 2%;
- "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%;
- "ხალხისთვის" - 2%;
- "მოქალაქეები" - 2%;
- "კონსერვატიული მოძრაობა" - "ალტ-ინფო" - 1%;
- "დროა" - 1%;
- "ევროპული საქართველო" -1%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 1%-ზე ნაკლები;
- "ხალხის ძალა" - 1%-ზე ნაკლები;
- სხვა პარტიები - 1%-ზე ნაკლები;
- გაფუჭებული კითხვარი - 11%;
- ხმას არავის მისცემდა - 5%;
- არ ვიცი - 20%;
- უარი პასუხზე - 7%.
კითხვაზე, რომელ პარტიას არ დაუჭერდნენ მხარს, ყველაზე უარყოფითი შედეგები აქვთ:
- "ნაციონალური მოძრაობა" - 39%;
- "ქართული ოცნება" - 34%;
- "კონსერვატიული მოძრაობა" - "ალტ-ინფო" - 16%;
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 13%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 13%;
- "გირჩი" - 13%;
- "ევროპული საქართველო" - 13%.
კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ჰკითხეს საჯარო პირების შესახებაც - ვის უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა. პასუხები ასე გადანაწილდა:
- კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - 91%;
- კახა კალაძე (თბილისის მერი) - 52%;
- სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) - 48%;
- ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ-მინისტრი) - 43%;
- გიორგი გახარია (ყოფილი პრემიერ-მინისტრი) - 36%;
- მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს მესამე პრეზიდენტი) - 36%;
- ბიძინა ივანიშვილი ("ქართული ოცნების" დამფუძნებელი) - 35%;
- შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - 35%;
- ელენე ხოშტარია ("დროა") - 33%;
- გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი") - 33%;
- ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") - 31%;
- ირაკლი კობახიძე ("ქართული ოცნება") - 31%;
- მამუკა ხაზარაძე ("ლელო") - 29%;
- შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის თავმჯდომარე) - 27%;
- ლევან ხაბეიშვილი ("ნაციონალური მოძრაობა") - 27%;
- ბადრი ჯაფარიძე ("ლელო") - 26%;
- ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი - მეტი თავისუფლება") - 26%;
- პეტრე ცისკარიშვილი ("ნაციონალური მოძრაობა") - 19%;
- გიგა ბოკერია ("ევროპული საქართველო") - 17%;
- პაატა მანჯგალაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი") - 9%.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, IRI-ის კვლევების მიხედვით, შემცირდა როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა წილი. 2022 წლის მარტში პარტიების რეიტინგი ასეთი იყო:
- "ქართული ოცნება" - 31%;
- "ნაციონალური მოძრაობა" - 16%.
გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეებთან. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაოები კი ჩაატარა IPM-მა.
კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი იყო 63 პროცენტი.