გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთავაზობს "წინსვლის გზას, რომლის მიზანია უკრაინის მარცვლეულის შავი ზღვის გავლით უსაფრთხო ექსპორტის შეთანხმების გაუმჯობესება, გახანგრძლივება და გაფართოება", აცხადებს გაეროს პრესმდივანი 24 აპრილს.
გუტერეშმა თავისი წინადადება ჩამოაყალიბა წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მისცა პუტინისთვის გადასაცემად. ლავროვს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუცია არც გუტერეშთან 90-წუთიანი შეხვედრის წინ, არც შეხვედრის დასრულების შემდეგ.