შვილი: უჩა აბაშიძე

Your browser doesn’t support HTML5

სამი თვეა, რაც სამხედრო ჟურნალისტმა უჩა აბაშიძემ ვიდეოინტერვიუების ციკლი დაიწყო იუტუბისთვის. გადაცემას „ადამიანური საუბრები“ დაარქვა და ცენზურის გარეშე ელაპარაკება ყველა გემოვნების, პოლიტიკური შეხედულებებისა და ღირებულებების ადამიანებს. „შვილის“ მორიგი ეპიზოდის გმირს მისთვის საინტერესო ადამიანებთან საუბრის გარდა სხვა ინტერესებიც აქვს: მოგზაურობა, დრონების აწყობა, კომპიუტერებისა და ავტომობილების შეკეთება, საბრძოლო თამაში „აირსოფტი“... უჩას ცხოვრება 90-იანი წლების გაჭირვების, სიღარიბისა და უსამართლობის გადალახვის ისტორიაა. ამბობს, რომ დღეს ყველაფერში, რასაც აკეთებს, ცდილობს სამართლიანობას და სიმართლეს მიაგნოს.