ევროკავშირის წარმომადგენლები მიუღებლად მიიჩნევენ ჩინეთის ელჩის განცხადებებს უკრაინის სუვერენიტეტზე

ჩინეთის ელჩი საფრანგეთში, ლუ შაე

საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს, სრულიად მიუღებელია, თქვეს ჩეხეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 24 აპრილს, ევროკავშირის შეხვედრის დაწყების წინ.

"ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს არ აქვთ რეალური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლითაც განხორციელდებოდა მათი სუვერენული სტატუსი", - უთხრა პარიზში ჩინეთის ელჩმა ლუ შაემ საფრანგეთის ტელევიზიას გასულ კვირაში.

ასევე ნახეთ ჩინეთი არ ეთანხმება ელჩს, რომელმაც ეჭვი შეიტანა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტში