გერმანიაში, აშშ-ის საავიაციო ბაზაზე 21 აპრილს დაიწყო „რამშტაინის ფორმატის" მორიგი შეხვედრა, რომელზეც რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხები განიხილება.
საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ, დახურულ კარს მიღმა გაიმართა აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრების, ლოიდ ოსტინისა და ოლექსი რეზნიკოვის შეხვედრა.
It’s always a pleasure to speak with my good friend & 🇺🇦 counterpart @oleksiireznikov. Over the past year, members of the Ukraine Defense Contact Group have provided tremendous capabilities to Ukraine. We will support them for as long as it takes. pic.twitter.com/SlEbwehOr3
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) April 21, 2023
"გასული წლის განმავლობაში, საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი საშუალებები მისცეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, სანამ ეს საჭირო იქნება", - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ემზადება "რამშტაინის ფორმატის" მორიგი შეხვედრისთვის და ელოდება "საფუძვლიან გადაწყვეტილებებს", რომლებიც დააკმაყოფილებს ბრძოლის ველთან დაკავშირებულ უკრაინის ამბიციურ პერსპექტივებს.
„რამშტაინის ფორმატის" პირველი შეხვედრა შარშან აპრილში გაიმართა. მაშინ ქვეყნებმა მოიწონეს უკრაინის დასახმარებლად 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა. შემდგომ თვეებში შეხვედრების მონაწილეებმა შეათანხმეს ჰაუბიცების, დაჯავშნილი მანქანების, რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტების, საზენიტო დანადგარებისა და დაჯავშნილი ტანკების მიწოდება.
ბოლოსწინა, მეცხრე შეხვედრაზე, პარტნიორი ქვეყნები უკრაინას დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებიან გაზაფხულზე კონტრიერიშზე გადასვლაში.