ის სუდანის ავიაკომპანია Badr Airlines-ს აქვს იჯარით აღებული და ხართუმის აეროპორტში იყო ბაზირებული.
ტვიტერზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ერთ-ერთ თვითმფრინავს.
თუმცა, არის თუ არა ეს სწორედ Myway Airlines-ის კუთვნილი საჰაერო ხომალდი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე.
მან გვითხრა, რომ თვითმფრინავის განადგურების შესახებ ცნობები მათაც მიიღეს, თუმცა ან დრომდე ელის დაზუსტებას ადგილობრივი პარტნიორისგან, დამწვარი თვითმფრინავი არის თუ არა ერთ-ერთი - მათი ორი საჰაერო ხომალდიდან, რომლებიც სუდანში დაფრინავს.
რატი ბაკურაძემ გვითხრა, რომ მათ პარტნიორ კომპანიას, Badr Airlines-ს Myway Airlines-ის ბოინგი 737-800 (4L_MWA, built 2007) ეკიპაჟიანი იჯარით ჰქონდა აღებული. თვითმფრინავი დაზღვეულია.
რატი ბაკურაძე ჯერ ვერაფერს ამბობს ზარალზე, სანამ ფაქტი არ დადასტურდება.
თავად Badr Airlines-ი არის კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც სუდანში დაარსდა 2004 წელს. მისი თვითმფრინავები ასრულებენ როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო რეისებს და ჩარტერულ ფრენებს.
შემთხვევის დროს თვითმფრინავი ცარიელი იყო.
სუდანში შეტაკებების დაწყების დღიდან, 15 აპრილიდან დღემდე, ხართუმის საერთაშორისო აეროპორტში მდგარი სულ ცოტა 14 თვითმფრინავი განადგურდა. მათ შორის, Saudia Airlines-ის, Belcanto Airlines-ის, SkyUp-ის თვითმფრინავები.
რატი ბაკურაძეს ასევე ვკითხეთ, სუდანში ჩარჩენილი მისი 13 თანამშრომლის შესახებაც: ისინი რჩებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილას, რომელიც აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ჯერჯერობით არიან უსაფრთხოდ. თუმცა, რადგან მათ კორპუსამდე მისასვლელი გზები ჩახერგილია, ძალიან ჭირს რამის მიწოდება.
მთავარი პრობლემა არის მათი მომარაგება დიზელით, რომელიც გენერატორის ასამუშავებლად სჭირდებათ.
„გუშინ შევძელით და მცირე რაოდენობით მივაწოდეთ დიზელი. საკვები და სასმელი წყალი ორი დღე ალბათ ეყოფათ“, - გვითხრა რატი ბაკურაძემ.
რაც შეხება ევაკუაციას, ჯერ ასევე არ არსებობს დაზუსტებული პასუხი, თუ როდის მოხერხდება მათი გამოყვანა: „ველით უსაფრთხოების გარანტიებს“, - გვითხრა Myway Airlines-ის დირექტორმა.
Myway Airlines-ის თანამშრომლების გარდა, ხართუმში რჩება კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის, Geo Sky-ის 20 თანამშრომელი.
ასევე ნახეთ "ძალიან ჭირს ვინმეს პოვნა, ვინც ქართველებს საკვებით მოამარაგებს" - დაპირისპირების მეექვსე დღე სუდანშისუდანში ვითარების გამწვავებიდან მეშვიდე დღესაც გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ.
არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო.
გაერო, აშშ და სხვა ქვეყნები დაპირისპირებული მხარეებისგან ითხოვენ სამდღიან დაზავებას მუსლიმანური დღესასწაულის, ეიდ ალ-ფიტრის აღსანიშნავად, თუმცა ჯერ ორივე მხარისგან საბოლოო დასტური არ არსებობს.
დაპირისპირებიდან მეშვიდე დღეს დედაქალაქ ხართუმში ისევ ისმის სროლის და აფეთქებების ხმა.
ასევე ნახეთ "ფანჯრიდან ვხედავთ, როგორ ძარცვავენ მაღაზიებს" - სუდანში მყოფმა ქართველებმა არ იციან, როდის დაბრუნდებიან სამშობლოშიღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.
ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.