ნინოწმინდის პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს - მათი განცხადებით, ამ დაწესებულებაში არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა, რის შესახებაც სახელმწიფო ინფორმირებული იყო, თუმცა ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში არ იცვლებოდა. ხუთი ყოფილ ბენეფიციარს სასამართლო დავის წარმოებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ეხმარება.
მასალა არქივიდან როგორ სჯიდნენ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში - სახალხო დამცველის შემაჯამებელი ანგარიში"ამ სივრცეში ბავშვებს არ ჰქონდათ თვითგამორკვევის და განვითარების ხელშემწყობი გარემო. პანსიონის აღსაზრდელების მიმართ, წლების განმავლობაში, სისტემური არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია – არ ჩატარებულა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, არავის მიმართ არ წარუდგენიათ ბრალი, ერთის გარდა არცერთ ბენეფიციარს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და ა.შ." - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მასალა არქივიდან ბიჭი ნინოწმინდის პანსიონიდანმათი მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:
- მე-3 - წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა;
- მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დაწესებულება ფუნქციონირებდა ლიცენზიისა და სახელმწიფოს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც აღმზრდელებს საშუალებას აძლევდა ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი პოზიცია და ეძალადათ აღსაზრდელებზე.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2021 წლის 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).