ანგელა მერკელს მიენიჭა გერმანიის უმაღლესი ჯილდო

ანგელა მერკელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი

ანგელა მერკელს მიენიჭა გერმანიის უმაღლესი ჯილდო, იმ წლების აღიარების ნიშნად, რომელთა განმავლობაშიც ქვეყნის კანცლერად მსახურობდა.

პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 17 აპრილს მერკელს გადასცა ორდენი "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" და - დიდი ჯვარი, ოთხი ვადით კანცლერობისას მიღწევებისთვის.

"16 წლის განმავლობაში თქვენ გერმანიას ემსახურეთ მიზანსწრაფულობით, სიბრძნით, ვნებით, - უთხრა შტაინმაიერმა მერკელს და მიწვეულ სტუმრებს ბერლინში, პრეზიდენტის რეზიდენციაში და დასძინა, - 16 ხანგრძლივი წლის განმავლობაში მუშაობდით მშვიდობისთვის და დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის."