სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი უფასო მარშრუტები დაინიშნა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

  • მეტროსადგური „დიდუბე“ -მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით;
  • მეტროსადგური „დელისი“ - საბურთალოს სასაფლაოსკენ;
  • მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით;
  • ჭიჭინაძის ქუჩა - ვერის სასაფლაოსკენ;
  • „სარაჯიშვილის“ მეტრო - თბილისის ზღვის სასაფლაომდე;
  • შუა მთის ქუჩა და „ვარკეთილის“ მეტრო - ვარკეთილის სასაფლაომდე.

დამატებითი მარშრუტებით სარგებლობა მგზავრებს დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე უფასოდ შეეძლებათ.