შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქე ქალი

საილუსტრაციო ფოტო

შვედეთის ქალაქ გოტენბურგის პოლიციამ 14 აპრილს განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ქალი.

შვედეთის ენერგეტიკული კომპანია Preem-ი აცხადებს, რომ მისი თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე - რომლის სახელს არ აკონკრეტებენ - ერთი დღით ადრე დააკავეს კომპანიის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე.

იანვარში ირანული წარმოშობის დაზვერვის ყოფილ ოფიცერს სტოკჰოლმში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშური საქმიანობის გამო, 2011-21 წლებში. ამ კაცის უმცროს ძმას ცხრა წლით მიესაჯა პატიმრობა, დახმარების გაწევისთვის ძმის ჯაშუშური საქმიანობისთვის.