უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე: ყირიმის დასაბრუნებლად „გამოვცდით და გამოვიყენებთ“ ყველანაირ დაშვებულ იარაღს

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ოლექსი დანილოვი. 22 აპრილი, 2022 წელი

უკრაინა „გამოცდის და გამოიყენებს“ ყველა სახის იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული, რათა გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ჩათვლით, განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ.

„ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, და ჩვენ გამოვცდით და გამოვიყენებთ ყველანაირ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით და რომელიც დაგვეხმარება გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები“, - დაწერა ტვიტერზე ოლექსი დანილოვმა, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.