სამშობლოში ჩამოასვენეს ბახმუტთან დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

უკრაინის ქალაქი ბახმუტი

უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ჩამოასვენეს.

29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან იყო.

აპრილის პირველ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ბახმუტთან დაიღუპა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ვახტანგ ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი.

ასევე ნახეთ უკრაინაში მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დადასტურებულია უკრაინისთვის მებრძოლი 42 ქართველის დაღუპვა.