უკრაინაში მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

დავით ქუჩუკიანის ჩამოსვენება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 13 აპრილი, 2023 წელი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი 4 აპრილს ბახმუტში საარტილერიო თავდასხმისას დაიღუპა.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 აპრილს, გამთენიისას, ჩამოფრინდა.

დავით ქუჩუკიანი უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს ჩავიდა.

რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.