პენტაგონი: დოკუმენტების გაჟონვა "ძალიან სერიოზული" საფრთხეა ეროვნული უშიშროებისთვის

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის ომის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა წარმოადგენს "ძალიან სერიოზულ" საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის და მაღალჩინოსნები იღებენ ზომებს ზიანის შესამცირებლად - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა კრის მიგერმა 10 აპრილს.

როგორც მიგერმა ჟურნალისტებს უთხრა, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გაჟონვის შესახებ პირველად 6 აპრილს შეიტყო და მას შემდეგ ესაუბრა მოკავშირეებს. მისივე თქმით, მინისტრი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს ზიანის შესაფასებლად და შექმნა ჯგუფი გაჟონილი ინფორმაციის მასშტაბისა და იმის დასადგენად, თუ ვისთვის გახდა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი.