ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულები მეთაურის მხრიდან აბუჩად აგდების შესახებ საუბრობენ

მობილიზებულები, საილუსტრაციო ფოტო

ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულებს ხერსონის მიმართულების ერთ-ერთი პოლკის ბატალიონის მეთაური სცემდა. სამხედროების აბუჩად აგდების შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, საქველმოქმედო ფონდ "ვიქტორიას გულის" ხელმძღვანელ ვერა ადაევაზე დაყრდნობით, რომელსაც მობილიზებულმა დახმარებისთვის მიმართეს.

ადაევას მიერ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე მუხლებზე დაჩოქილ მამაკაცს სცემენ. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ამ კადრში მობილიზებულია აღბეჭდილი. სხვა ვიდეოში კაცი, რომელიც თავს აზამატს უწოდებს, აცხადებს, რომ ეშინია 404-ე პოლკის პირველი ბატალიონის მეთაურთან სამსახურისა, რადგან ფიქრობს, რომ მან შეიძლება იგი მოკლას.

"იქნებ ვინმე მოვიდეს შემოწმებაზე და რამე მოუხერხოს მას (მეთაურს)," - ამბობს ვიდეოზე მამაკაცი. ადაევასთან საუბარში ის აცხადებს, რომ მის თანამებრძოლებს "შეუძლიათ თავს რაღაც აუტეხონ " და რომ მეთაური არ აძლევს მათ სხვა დანაყოფებში გადასვლის საშუალებას.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ამ ფაქტებზე სამხედრო პროკურატურას მიმართვა გაუგზავნეს. აღნიშნულ პოლკში ჩრდილოეთ ოსეთის 46 მობილიზებული მსახურობს.