შვილი: ლანა ღოღობერიძე

Your browser doesn’t support HTML5

„შვილის“ მორიგ ეპიზოდში ქართული კინოს კლასიკოსი იხსენებს მშობლებს, გვიჩვენებს ნივთებს, რომლებშიც წარსულია აღბეჭდილი და იმასაც ამბობს, რომ ე.წ აგენტების კანონმა ახლახან თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლები გაახსენა.

„დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბნელი“ - ასე ჰქვია ლანა ღოღობერიძის ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა სულ მალე მოეწყობა. ესაა ამბავი დედაზე, პირველ ქართველ კინორეჟისორ ქალზე, ნუცა ღოღობერიძეზე, რომელმაც სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. 1937 წელს ნუცა დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. შვილთან შეხვედრა 10 წლის შემდეგ შედგა.