ფინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ტელეკომპანია „ულეს“ ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მიიღო მთავრობის გადადგომა.

ამასთან, მინისტრთა ამჟამინდელი კაბინეტის წევრები გააგრძელებენ მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე. პარლამენტში არსებული კოალიცია ამ საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სანა მარინის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილზე გავიდა კონსერვატიული "ნაციონალური კოალიცია", მეორე ადგილი წილად ხვდა ნაციონალისტურ პარტიას, "ნამდვილი ფინელები".

2019 წელს 34 წლის სანა მარინი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური მსოფლიოში. მისი პრემიერ-მინისტრობა დაემთხვა COVID-19-ის პანდემიას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების გადაწყვეტილებას. სანა მარინის მთავრობას აკრიტიკებდნენ გადასახადების გაზრდის, თავად მას კი - ხშირი წვეულების გამო. ამის მიუხედავად, ფინელი პოლიტიკოსის პერსონალური რეიტინგი კვლავ მაღალია.

ასევე ნახეთ

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ეყოლება