აშშ-ს საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას

სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში, - აცხადებს საელჩო.

საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ გამოტანილი სანქციების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ მათი სანქცირების საკითხი ვებსაიტზე განმარტა.

ხშირად დასმული შეკითხვებს საელჩო ასე პასუხობს.

  • Რა არის სანქცირებულ პირთა კორუფციის კონკრეტული მაგალითები?
  • Სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.
  • როდის მოიპოვა ამერიკამ აღნიშნული ინფორმაცია?
  • ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
  • გაუზიარებთ თქვენს მტკიცებულებებს საქართველოს პროკურატურას, რათა ხელი შეუწყოთ დევნის განხორციელებას?
  • ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა.
ასევე ნახეთ „გავაგრძელებთ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას“ - ბლინკენი
ასევე ნახეთ აშშ-ის ელჩი განმარტავს ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზებს

დღეს, 5 აპრილს, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.