მაკრონი: "აგრესორი" რუსეთის მხარდაჭერა თანამონაწილეობის ტოლფასია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 5 აპრილს პეკინში განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც უკრაინის კონფლიქტში "აგრესორ" რუსეთს უწევს დახმარებას, ამით "თანამონაწილე" ხდება.

"კონფლიქტის დასაწყისიდან ჩვენ გადავწყვიტეთ მსხვერპლს დავეხმაროთ და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი პირი, ვინც აგრესორს ეხმარება, თანამონაწილე გახდებოდა საერთაშორისო კანონის დარღვევაში", - უთხრა ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით ჩასულმა მაკრონმა ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ესტუმრა