უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა პოლონეთში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ დუდასთან. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პოლონეთში იმყოფებიან უკრაინის პირველი ლედი ოლენა და მთავრობის წარმომადგენლები.

პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის წინ ცნობილი გახდა, რომ ვარშავამ კიევს გადასცა საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილი.

ასევე ნახეთ პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინას მიაწოდა დაპირებული MiG-29-ების ნაწილი

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2022 წლის დეკემბერში, აშშ-ში შედგა. ვაშინგტონის შემდეგ ზელენსკი იმყოფებოდა ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში.