პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინას მიაწოდა დაპირებული MiG-29-ების ნაწილი

MiG-29 (საილუსტრაციო ფოტო)

პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინას უკვე გადასცა დაპირებული MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილი. მანამდე სლოვაკეთმაც გამოაცხადა, რომ თვითმფრინავების პირველი პარტია გაგზავნა უკრაინაში.

"უკვე გაგზავნილია რამდენიმე MiG-29. ისინი უკრაინისთვის ნამდვილად გამოსადეგი იქნება, მის მიერ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების დაცვაში", - უთხრა პოლონეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, მარჩინ პჟიდაჩმა ადგილობრივ რადიოს.

პოლონეთი გასულ თვეში გახდა ნატოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც გამოვიდა უკრაინისთვის MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დაპირებით.