რიკოთის ავტობანი ავტომობილებისთვის კვლავ ჩაკეტილია, საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღეს, 3 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის იქნება შესაძლებელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობის განახლება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა დღეს მედიას უთხრა, რომ რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის აუცილებლობა მეწყრული პროცესების განვითარებით იყო განპირობებული და ახლა ამ მონაკვეთზე ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები ატარებენ კვლევებს.
"თოვლის დნობის შედეგად გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია", - თქვა გიორგი წერეთელმა. ის ამტკიცებს, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშებელობის დაწყებას წინ უძღოდა საკმაოდ მოცულობის კვლევები, თავად სამშენებლო პროექტი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკულ-თურქული კონსორციუმის მიერ არის არის მომზადებული.
„საპროექტო გადაწყვეტების მიღებამდე წინასწარ, დაახლოებით 170-ზე მეტი გეოლოგიური კვლევა იყო ჩატარებული უშუალოდ რიკოთის პირველ მონაკვეთზე. მხოლოდ ამის შემდგომ მომზადდა შესაბამისი საპროექტო
გადაწყვეტილება და დაიგეგმა და გაკეთდა პროექტი“- აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
რიკოთის მონაკვეთი 30 მარტის შემდეგ არის ჩაკეტილი ავტომობილებისთვის და მგზავრები გადაადგილდებიან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით, რომლის საფარიც რიგ ადგილებში ასევე დაზიანებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე, ანუ იქ, სადაც არსებობდა მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე, გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები.
ასევე ნახეთ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იკრძალება - მსუბუქი ავტოტრანსპორტი საჩხერის გზით იმოძრავებს ასევე ნახეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დაზიანდა