კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის მამაკაცი დააკავეს 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი არასრულწლოვანის შორეული ნათესავია და ამავე ოჯახში ქირით ცხოვრობდა.
გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა მას შემდეგ შეიტყო, რაც 13 წლის მოზარდი და მათი ნათესავი გაუჩინარდნენ. გოგოს ბებიამ პოლიციას მიმართა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი დააკავეს, გოგო კი ოჯახში დააბრუნეს.
დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.