ოკუპირებული ახალგორის მილიციის უფროსი ავტოავარიაში დაიღუპა

ოკუპირებულ ახალგორის რაიონის მილიციის უფროსის ავტომობილი

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ადგილობრივი მილიციის უფროსი ლაშა ტუაევი ავტოავარიაში დაიღუპა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ტუაევის ავტოავარიაში დაღუპვის დეტალები გაავრცელა.

უწყების ცნობით, მილიციის უფროსი ახალგორის რაიონის სოფელ ზაყორთან საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, მოულოდნელად საჭე ვაღარ დაიმორჩილა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 36 წლის ტუაევი ადგილზე დაიღუპა. ხოლო მისი თანამგზავრი 37 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ავარიის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.