საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. მან თავის ყოველწლიურ ანგარიშში თქვა, რომ "დიდი გაუგებრობა" იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის კურსზე იწყება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
"2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ სად დგახართ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? - პრეზიდენტი "ოცნებას"მან საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ოპოზიციის მონაწილეობით შედგენილი ე.წ. მიშელის შეთანხმების ანულირებაც. მისი თქმით, ეს გამოხატავადა საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მმართველი პარტიის დამოკიდებულებას.
'ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც იყო რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. მას ქვეყანაში შემოსვლის დროს პრობლემა არ შექმნია.
იმ დღეს, 19 ივნისს დილით მან სხდომის წაყვანის დროს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.