გერმანია უკრაინას დამატებით 12 მილიარდ ევროს გამოუყოფს

უკრაინელი სამხედროები "ლეოპარდის" ტიპის გერმანული ტანკების მართვის სწავლისას გერმანიაში, ბერგენში. 14 მარტი, 2023 წელი

გერმანის უკრაინის დახმარების ხარჯებს არსებითად ზრდის. ამ ქვეყნის პარლამენტის - ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა 29 მარტს დამატებითი სახსრების - 12 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინისთვის 2032 წლამდე.

ამ თანხის მეოთხედზე მეტი წელს გამოიყოფა. ამის შესახებ AFP-ის სააგენტოს კომიტეტის წარმომადგენელმა უთხრა. თანხა მიმართული იქნება უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირი მიწოდებისთვის ან გერმანიის არმიისთვის - ბუნდესვერისთვის მისი მარაგის შევსების მიზნით.

გასულ წელს გერმანიის არსენალი საგრძნობლად შემცირდა იმის გამო, რომ სხვადასხვა სახის მძიმე შეიარაღება მიაწოდა უკრაინას.

წელს საბიუჯეტო კომიტეტმა ადრე დაგეგმილი თავდაცვითი ხარჯებისთვის 3,34 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. 2023 წლამდე უნდა გამოიყოფს კიდეთ 8,82 მილიარდი ევრო.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს გერმანიამ დახარჯა 14 მილიარდი ევრო პირდაპირი მიწოდების სახით, ხოლო 18 მილიარდი ევრო ევროკავშირის ინიციატივების ჩარჩოებში. ინფორმაცია ამ ხარჯების შესახებ ქვეყნდება გერმანიის მთავრობის საიტზე.