საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი ფრით გახსნა. ქართველი ფეხბურთელები ბათუმში დაუპირისპირდნენ ნორვეგიის ნაკრებს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. მასპინძელთაგან კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, მესამოცე წუთზე.
შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გამართავს, სტუმრად, კვიპროსთან. ამავე ჯგუფში გამოდიან ესპანეთი და შოტლანდია.