"პალიტრა მედია" სიცრუეს უწოდებს მისი დაფინანსების წყაროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

ფოტოილუსტრაცია

"პალიტრა მედია", რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და რამდენიმე ონლაინგამოცემას აერთიანებს, სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი მედიასასუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, მათი დაფინანსების წყაროების შესახებ. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გუშინ, 27 მარტს წყაროს დასახელების გარეშე დაწერა, რომ მათი "ექსკლუზიური ინფორმაციით", ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი "პალიტრა მედიას" აფინანსებდა.

"პალიტრა მედია" ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, "პალიტრა მედია" არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და "პალიტრა მედიის" რაიმე კავშირის შესახებ", - წერია "პალიტრა მედიის" მიერ საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 28 მარტს, დაფინანსების ინფორმაციის გამოქვეყნების მეორე დღეს, ბათუმში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა: "რა ინფორმაცია გაქვთ, კეზერაშვილის და პალიტრა მედიის თანამშრომლობაზე".

"მე არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, როგორც ასეთი, არ მაქვს. შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო ორი-სამი თვეა ეს ტელევიზია დაემსაგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას - გახდა ერთგვარი "ფორმულა" 2. ეს არის ჩემი დაკვირვება და დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები და როგორია ხარჯები, რასაც ტელევიზიები გასწევენ ამ ტელევიზიების მესაკუთრეები, ამაში ვერ შევალ. მაგრამ ეს ტელევიზია ბოლო თვეებში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა "ფორმულა" 2", - თქვა კობახიძემ.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა მაუწყებლის შემოსავალი გამჭვირვალეა. მონაცემები თავმოყრილია სახელმწიფო უწყების - კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე. ბოლო, 2022 წლის მეოთხე კვარტლის დეკლარაციის მიხედვით, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" შემოსავალი იყო: კომერციული რეკლამა - 29 074 ლარი, სპონსორობა - 8 667 ლარი და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალი - 35 019 ლარი. ამ პერიოდში მაუწყებელს ერთი რომელიმე დამკვეთისგან არ ჰქონდა მიღებული 7 ათას ლარზე მეტი.

"ზემ­ოთხსე­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და ცი­ლის­წა­მე­ბას. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და მის­თვის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს "ფეიკ“ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ეყ­რდნო­ბი­ან სხვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მე­დი­ე­ბი და მო­ახ­დე­ნენ ყო­ველ­გვა­რი გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნუ­ლის გავ­რცე­ლე­ბას", - წერია "პალიტრა მედიის" განცხადებაში.