რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებები იყო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა 23 მარტსაც

დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

მელიტოპოლის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის არმიამ განახორციელა საარტილერიო დარტყმა, რომლის შედეგად დაიჭრა 4 ადამიანი, ნაწილობრივ დაინგრა ერთი შენობა და რამდენიმე დაზიანდა.

მელიტოპოლის ლეგიტიმური მერის, ივან ფიოდოროვის ცნობით, აფეთქებები მოხდა შენობაში, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული. ფიოდოროვის თანახმად, შედეგები მოგვიანებით გაირკვევა.