კელი დეგნანი: "საქართველოს მედიაგარემო ვიწროვდება"

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მისაღებია, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.

კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოში შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს.

„აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა..

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.

ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა თქვა: „რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით”.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე: არანაირი პერსონალური არ არის

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს, რადგან, მისივე სიტყვებით, ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პატივს სცემს პატიმრის პოზიცია, რითაც ის პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს.