საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" ხუთ წარმომადგენელს შეუწყდა დეპუტატის მანდატი. ესენი არიან ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ამილახვარი, გიორგი ხელაშვილი, ნინო იობაშვილი და ვლადიმერ ჩაჩიბაია.
- გიორგი ამილახვარი - დაინიშნა განათლების მინისტრად;
- გიორგი ხელაშვილი - დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
- ნინო იობაშვილი - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
- ვლადიმერ ჩაჩიბაია - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
- ირაკლი კოვზანაძე - უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე.
მათგან ოთხმა მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, რომელმაც დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში, პირველი მოსმენით ამ ხუთი დეპუტატიდან მხოლოდ გიორგი ამილახვარმა გამოუცხადა მხარდაჭერა.
მათ საქართველოს პარლამენტში შეცვლიან "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის მომდევნო წევრები.
ასევე ნახეთ დეპუტატები მიდიან, მანდატები რჩება - "ოცნების" აწმყო სრული და წარსული განუსაზღვრელირამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელაშვილი, კოვზანაძე, ჩაჩიბაია და იობაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებდნენ. ამ ჩამონათვალში მოხვდა დავით სერგეენკოც, რომლის პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი.
ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტები ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირებდნენ - ეს პირები არ ყოფილან ამ კანონპროექტის მხარდამჭერ 78 დეპუტატს შორის.
ასევე ნახეთ სია - ვინ დაუჭირა მხარი „აგენტების" პროექტს და ვინ შეიკავა თავი „ქართული ოცნებიდან"რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო. ხალხმრავალი პროტესტის გამო მმართველმა პარტიამ კანონპროექტის საბოლოო მიღებაზე უარი თქვა.