გერმანია დააპატიმრებს ვლადიმირ პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიას ესტუმრება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სწრაფად გაუგზავნის განაცხადს ინტერპოლს და შეთანხმებაში მონაწილე სახელმწიფოებს, და მოითხოვს ორდერის შესრულებას
„მაშინ გერმანია იძულებული გახდება დააპატიმროს პრეზიდენტი პუტინი, თუკი ის გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა და გადასცეს ის ICC-ს“, - აღნიშნა მინისტრმა.
17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.
- რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვალადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ასევე ნახეთ
ჯო ბაიდენი „გამართლებულს“ უწოდებს ICC-ის მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.
- კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ICC-ის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
- თავად ვლადიმირ პუტინს მისი დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.