გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და საავტომობილო ტექნიკას.
ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაკეტში, კერძოდ, შედის 5 ათასი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS II-ისთვის და ასევე 25 გენერატორი.
ასევე ცნობილია, რომ გერმანია ემზადება უკრაინას გადასცეს 5330 ერთეული 155 მმ-იანი ჭურვები და Iris-t SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 მარტს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდოს ახალი საბრძოლო მასალა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.