ანდრი ერმაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ჩამოაგდეს რუსეთის Su-24

რუსული Su-24 სირიის ცაზე. 2020 წ. 4 მარტი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი Su-24.

ერმაკი აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს აფეთქება, ასევე, სავარაუდოდ, კატაპულტირებული მფრინავი. რა ბედი ეწია მფრინავს, არ იტყობინებიან.

როგორც BBC იუწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 93-ე მექანიზებულმა ბრიგადამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი მართლაც ჩამოაგდეს.

Su-24 არის საფრონტო ბომბდამშენი, რომელიც განკუთვნილია რაკეტებითა და ბომბებით დარტყმებისათვის მარტივ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, დღისით და ღამით, მათ შორის - დაბალ სიმაღლეებზე, ხმელეთსა და წყალზე. ის 1975 წლიდანაა შეიარაღებაში. ეკიპაჟი ორი წევრისგან შედგება.

რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია ცნობებზე მისი Su-24-ის შესაძლო ჩამოგდების შესახებ.