ბათუმის ბულვარში მდგარი ბატუტის მფლობელ 65 წლის ედუარდ აბრამიანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს ის ბატუტია, რომელიც 12 მარტს ქარმა დააზიანა - ამ დროს იქ ორი მოზარდი ძმა თამაშობდა, მათგან ერთი დაიღუპა, მეორის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.
აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 15 მარტს, იმსჯელა.
ასევე ნახეთ ძალიან განიცდის - ადვოკატი ბატუტის მფლობელი 65 წლის კაცის პატიმრობას არ გაასაჩივრებსგამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ედუარდ აბრამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ბატუტის უსაფრთხოებაზე, დაკავებულის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, საბავშვო ბატუტი ჯაჭვებით იყო დამაგრებული მიწაზე, თუმცა ძლიერმა ქარმა უბედური შემთხვევა გამოიწვია.
"ორი დღეა ამას ვფიქრობ, რომ ღმერთი ჩემგან... ვერ ვპოულობ პასუხს რაღაცაში არ ვარ მტყუან-მართალი ყველაფერში.. არ ვიცი, მეტი სათქმელი არა მაქვს", - თქვა ბრალდებულმა.
ასევე ნახეთ ბათუმში ბატუტზე დაშავებული 3 წლის ბიჭი თურქეთში გადაიყვანეს12 მარტს, გვიან საღამოს, ძლიერი ქარის შედეგად ბათუმის ბულვარში, არაგანის ტბასთან მდებარე საბავშვო ბატუტი ამოტრიალდა. ამ დროს ბატუტზე იმყოფებოდნენ 9 და 3 წლის ძმები. თვითმხილველების თქმით, ქარმა ბატუტი მაღლა აიტაცა და ამოაყირავა.
ასევე ნახეთ ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა13 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კაცი, რომელიც, სამინისტროს განცხადებით, პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.